ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუბიომ თქვა, რომ უკრაინაში აშშ-რუსეთის პროქსი ომია, კრემლი დაეთანხმა

რუბიომ თქვა, რომ უკრაინაში აშშ-რუსეთის პროქსი ომია, კრემლი დაეთანხმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ უკრაინაში ორ ბირთვულ სახელმწიფოს — შეერთებულ შტატებს და რუსეთს — შორის „პროქსი ომი“ (proxy war) მიმდინარეობს.
პროქსი ომი ეწოდება დაპირისპირებული მხარეების არაპირდაპირ ომს სხვა ძალების და აქტორების გამოყენებით.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის „პროქსი“ ომი ბირთვულ ძალებს შორის: შეერთებული შტატები, რომელიც ეხმარება უკრაინას და რუსეთი. და ის უნდა დასრულდეს“, — განაცხადა რუბიომ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.
კრემლი, რომელმაც თავად და არაპროვოცირებულად წამოიწყო სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინაში, მაგრამ დიდი ხანია ამ ომს ეძახის „ანგლო-საქსების პროქსი ომს რუსეთის წინააღმდეგ”, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს დაეთანხმა.
„ჩვენ შეგვიძლია დავეთანხმოთ, ასეც არის. ამის შესახებ არაერთმნიშვნელოვნად ვაცხადებდით. ეს არის კონფლიქტი რუსეთსა და კოლექტიურ დასავლეთს შორის. კოლექტიური დასავლეთის მთავარი წარმომადგენელი კი შეერთებული შტატებია. [რუბიოს] ეს პოზიცია შესაბამისობაშია ჩვენი პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციასთან. დიახ, ჩვენ ვეთანხმებით, რომ დადგა დრო კონფლიქტის და ომის შეჩერების“, — განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ამჟამად არ არის რუსეთის მეგობარი ქვეყანა, თუმცა არის ქვეყანა, რომელთანაც რუსეთი ურთიერთობების აღდგენას ცდილობს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.