მარკო რუბიო – უკრაინაში კონფლიქტი -სა და რუსეთს შორის არაპირდაპირი ომია

­უკრაინაში კონფლიქტი -სა და რუსეთს შორის არაპირდაპირი ომია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„თავიდანვე ცხადი იყო, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამას გახანგრძლივებულ, ჩიხში შესულ კონფლიქტად განიხილავს. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის არაპირდაპირი ომი ბირთვულ ძალებს შორის – აშშ-ს, რომელიც უკრაინას ეხმარება და რუსეთს შორის – და ის უნდა დასრულდეს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულება „ორივე მხრიდან დათმობებს მოითხოვს“.
„მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე უნდა მივიყვანოთ. უკრაინელები იქ უნდა იყვნენ, რა თქმა უნდა, ეს მათი ქვეყანაა. მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსებიც უნდა იყვნენ. ამის გაკეთება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. მიზნად ეს რჩება და სწორედ ამაზე ვართ ახლა ორიენტირებული“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია