ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,როცა არ იცვლება, ის ემხობა… ამაზე მეტად ვერ დავმარცვლავ” – მაია ნადირაძე

,,როცა არ იცვლება, ის ემხობა… ამაზე მეტად ვერ დავმარცვლავ” – მაია ნადირაძე

ყოფილი ჩინოვნიკი, მაია ნადირაძე:
,,რატომ იშლით ნერვებს ხუხაშვილის ჭინთვებზე?! ან ვიმე მსგავსის ისტერიკაზე?!
ვის რა უნდა დააკლოს ჰარემის კარზე საჭურისის როლის შემსრულებელმა?
ტელევიზიებიც იმიტომ იწვევენ, რომ თქვენ რეაგირებთ.
მითუმეტეს, არც ეგენი გამოირჩევიან პერსპექტივის დანახვის უნარით.
ასე ნაყავენ წყალს 13 წელიწადია და თან თავს გვამადლიან.
ვერავინ ვეღარ შეცვლის
4 ოქტომბრის დღის წესრიგს!
ბიძინისტი რეჟიმის მშვიდობიან დამხობას.
განმარტება: მშვიდობიანი ნიშნავს, არა ცემა- ტყეპას, არა ვინმეს მიწაზე თრევას, არა თმების გლეჯვას, ცხვირ- პირის გაერთიანებას, წიხლებით შედგომას. ამას ჩვენ არ ვიზამთ. ვინც ამას იზამს, იმას (!) გავკოჭავთ. გასაგებად ავხსენი?!
დამხობა ( overthrow) ნიშნავს იმას, რომ ვერ ხერხდება შეცვლა არჩევნების გაყალბების გამო. როცა არ იცვლება, ის ემხობა. დამხობილი ვეღარ არის პოლიტიკური სუბიექტი და არის ეჭვმიტანილი დანაშაულში.
ამაზე მეტად ვერ დავმარცვლავ ვერც შინაურისთვის და ვერც გარეულისთვის.“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.