,,დაჭერებზე აღგზნებულო ცალტვინა ბატო“ – მაია ნადირაძე ნინო წილოსანს

ყოფილი პარლამენტარი მაია ნადირაძე ნინო წილოსანის განცხადებას – ,,მშვიდობიანი დამხობისკენ” მოწოდება არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც ისჯება კანონით – მოვითხოვ, ყველა ადამიანი, ვინც ამგვარ მოწოდებას ან მცდელობას განახორციელებს, შესაბამისად იყოს კანონით დასჯილი, – ასე ეხმაურება:
,,დაჭერებზე აღგზნებულო ცალტვინა ბატო, ეგებ მანდვე, შინაურებში დაიკმაყოფილო ეგ ვნება, სანამ დრო გაქვთ. მილიარდების მომპარავი ხალხი გყავთ დასაჭერი და “უმწიკვლო” მინისტრები.
თქვენ ეგენი დაიჭირეთ და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. შენი დრო რომ მოვა, ამ სულელური მოწოდების ( ყველა დავიჭიროთ) გამო კი არა, სამშობლის ღალატისთვის აგებ პასუხს.
არ შევწუხდი ამ ცალტვინა ქალების წიკვინით! წამოაყრანტალებენ რაღაცას, მორიგი ქონების ჩასაჯიბად და პასუხად უნდა აუხსნა საერთაშორისო სამართალის და ადამიანების უფლებების ანა-ბანა. თან კიდევ ფემინიზმიც რომ არ უნდა გამოგრჩეს.
შედი რა ბუტკაში, მართლა და მართლა!“

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გამყრელიძე – „გაპრეზიდენტების“ შემთხვევაში, მარატ კამბოლოვი მზად იქნება ხელი მოაწეროს ყველაფერს, მათ შორის რუსეთის სივრცეში ანექსირებას – ეს ძალიან დიდი ინსტრუმენტია რუსეთის ხელში, მორჩილებაში ამყოფოს საქართველოს ხელისუფლება