როსტოვში დრონით თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა - პროლეტარსკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
რუსეთის როსტოვის ოლქის პროლეტარსკის რაიონში დრონით თავდასხმის შედეგად გამოწვეული ხანძრის გამო 18 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რეგიონის ხელმძღვანელმა, ვასილი გოლუბევმა გუშინ განაცხადა, რომ როსტოვის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთით უპილოტო საფრენი აპარატის შეტევა მოიგერიეს და ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო პროლეტარსკში, სამრეწველო საწყობების ტერიტორიაზე დიზელის საწვავს ცეცხლი გაუჩნდა.
„19 აგვისტოს დილის მდგომარეობით, „ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს“ მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 18-ია, 5 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია“, - ნათქვამია პროლეტარსკის რაიონული ადმინისტრაციის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, შექმნილი ვითარების გამო, პროლეტარსკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.