პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როსტოვში, დრონით თავდასხმის შემდეგ, ნავთობპროდუქტების რეზერვუარები იწვის

როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში, უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ნავთობპროდუქტების რეზერვუარებსცეცხლი გაუჩნდა, - ამის შესახებ როსტოვის ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი იუწყება.
„აზოვში, დრონით თავდასხმის შედეგად, ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის“, - წერს გუბერნატორი სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობაში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები არიან ჩართული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.