ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როსტოვში, დრონით თავდასხმის შემდეგ, ნავთობპროდუქტების ავზები იწვის

როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში, უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ნავთობპროდუქტების ავზებს ცეცხლი გაუჩნდა, - ამის შესახებ როსტოვის ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი იუწყება.
„აზოვში, დრონით თავდასხმის შედეგად, ნავთობპროდუქტების ავზებს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის“, - წერს გუბერნატორი სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობაში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები არიან ჩართული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.