არქივი22 მარტი, 2024, 21:52
"როსგვარდია" აცხადებს, რომ "კროკუს სითი ჰოლზე" თავდამსხმელების ძებნა მიმდინარეობს
"როსგვარდიის" ინფორმაციით, "კროკუს სითი ჰოლზე" თავდამსხმელების ძებნა მიმდინარეობს.
განცხადების თანახმად, "ტერაქტის ადგილზე რუსეთის გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმები მუშაობენ".
"კრიმინალების ძებნა და შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.
ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს" - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთმა „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობებით შედეგად დაღუპულია 40 ადამიანი, დაშავდა 100-ზე მეტი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.