“რომ მიიმალოს?” – საკანში მყოფ მელიას, მიმალვის რისკის გამო, ახალი მუხლითაც პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
როგორც ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, არსებობს რისკი, რომ ნიკა მელია მიიმალოს, ახალი დანაშაული ჩაიდინოს და მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს, რომელსაც ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი არ დაეთანხმა, რადგან, მისი თქმით, წარმოუდგენელია უკვე პატიმრობაში მყოფმა ნიკა მელიამ, პროკურორის მიერ გაჟღერებული ვარაუდები განახორციელოს.
სასამართლო პროცესს თავად ბრალდებული ნიკა მელია არ დასწრებია.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!