ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო მელიას 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო მელიას 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თეა წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო კოალიცია ცვლილებისთვის ერთერთ ლიდერს, ნიკა მელიას 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია მიიღო.
გარდა ამისა, მელიას განაჩენს 25 000 ლარი დაემატა 2019 წლის განაჩენთან დაკავიშირებით. 2019 წელს მელია "სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების" საქმეში დამნაშავედ ცნეს.
მელია პროცესზე არ იმყოფებოდა. ის მოსამართლე ზვიად შვანგირაძისთვის წყლის შესხმის გამო პროცესიდან გაძევებულია.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.