რომის პაპი: შობა უნდა აღნიშნოთ მოკრძალებულად, ხარჯის გარეშე და მათთვის გაზიარებით, ვისაც აკლია მეგობრობა

რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს მოუწოდა, რომ შობის ღამე წელს მოკრძალებულად აღნიშნონ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ არავინ უნდა დაივიწყოს ისინი, ვინც ომის სიმძიმეს საკუთარ თავზე განიცდის.

„ჩვენ ვფიქრობთ პალესტინაზე, ისრაელზე, უკრაინაზე. ჩვენ, ასევე, ვფიქრობთ მათზე, ვინც განიცდის უბედურებას, შიმშილს, მონობას. გილოცავთ ყველას ბედნიერ კვირასა და შობის ღამეს ლოცვითა და სითბოთი. ნება მომეცით, მოგცეთ ერთი რეკომენდაცია, როგორც ქრისტიანებმა, ეს დღესასწაული უნდა აღნიშნოთ მოკრძალებულად, ხარჯის გარეშე და მათთვის გაზიარებით, ვისაც აკლია მეგობრობა“, – აღნიშნა რომის პაპმა.

ფრანცისკემ მორწმუნეებს სთხოვა მისთვისაც ელოცა და ყველას დამდეგი შობა მიულოცა.

გვიან საღამოს რომის პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საშობაო მსახურებას აღავლენს.

კათოლიკური სამყარო შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.

ასევე დაგაინტერესებთ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა