პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომის პაპი - უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ომების დასასრულებლად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ - მოდით, ამისთვის ვილოცოთ

უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ომების დასასრულებლად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.
„არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს, ჩვენ ომის გაგრძელება არ შეგვიძლია. შუამავლობისთვის და ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებისთვის ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ. მოდით, ამისთვის ვილოცოთ“, - განაცხადა რომის პაპმა.
ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინამ „თეთრი დროშის“ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს. მოგვიანებით, ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა რომის პაპის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ ცეცხლი პირველ რიგში რუსეთმა უნდა შეწყვიტოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.