არქივი15 მარტი, 2024, 09:13
რომის პაპი იმ ბაღში შევიდა, სადაც არავინ ეპატიჟებოდა – ბორელი
ჟოზეფ ბორელი რომის პაპის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ახლა იმის დრო არ არის, რომ უკრაინას კაპიტულაციისკენ მოუწოდებდე.
„მისი უწმინდესობა, რომის პაპი იმ ბაღში შევიდა, სადაც არავინ ეპატიჟებოდა. ახლა არ არის დრო, უკრაინას კაპიტულაციისკენ მოუწოდებდე. ახლა ის მომენტია, როდესაც უკრაინას უნდა ეხმარებოდე“, – აღნიშნა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
9 მარტს შვეიცარიულ ტელეკომპანიასთან საუბრისას, რომის პაპმა განაცხადა, რომ უკრაინამ თეთრი დროშის აწევის სიმამაცე უნდა გამოიჩინოს და მოლაპარაკებას დათანხმდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.