ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომის პაპი: მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა ომის დანაშაულია

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მშვიდობიან მოქალაქეებზე იერიშის მიტანა ომის დანაშაულია. ამის შესახებ მან ვატიკანის მიერ აკრედიტებული დიპლომატების წინაშე 45 წუთიანი მიმართვისას განაცხადა, სადაც მან ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე ისაუბრა.

რომის პაპმა ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

პონტიფიკოსმა დაგმო 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა და „სასტიკი“ აქტი უწოდა.

„არ არსებობს კონფლიქტი, რომელშიც მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა არ არის. ამის ნათელი დასტურია უკრაინასა და ღაზაში მომხდარი მოვლენები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ომის დანაშაულია“, - აღნიშნა რომის პაპმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.