არქივი21 აგვისტო, 2025, 16:24
რომის პაპი ლეო XIV წელს ლიბანში გამგზავრებისთვის ემზადება

რომის პაპი ლეო XIV წელს ლიბანში გამგზავრებისთვის ემზადება, რაც მაისში კათოლიკური ეკლესიის მეთაურად არჩევის შემდეგ მისი პირველი ოფიციალური მოგზაურობა იქნება საზღვარგარეთ.
ლიბანის უმაღლესი რანგის კათოლიკე ლიდერის მოადგილემ, მთავარეპისკოპოსმა პოლ საიამ, BBC-ს განუცხადა, რომ მოგზაურობის დეტალები ამ დროისთვის თანხმდება, თუმცა ოფიციალური თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ამერიკელი რობერტ ფრანცის პრევოსტი რომის პაპად მიმდინარე წლის 8 მაისს აირჩიეს. ის ისტორიაში პირველი ამერიკელი რომის პაპია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.