ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომის პაპი ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტზე - ცეცხლი სამუდამოდ უნდა შეწყდეს და ყველა მძევალი გათავისუფლდეს

რომის პაპი ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტზე - ცეცხლი სამუდამოდ უნდა შეწყდეს და ყველა მძევალი გათავისუფლდეს

რომის პაპი ლეო მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდებს, ხელი შეუწყონ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის დასრულებას, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
რომის პაპის თქმით, ცეცხლი სამუდამოდ უნდა შეწყდეს და ღაზაში ღაზაში მყოფი მძევლები უნდა გათავისუფლდნენ.
„კიდევ ერთხელ ვაკეთებ მკაცრ მოწოდებას, რათა დასრულდეს კონფლიქტი წმინდა მიწაზე, რომელმაც ამდენი ტერორი, ნგრევა და სიკვდილი გამოიწვია. ვითხოვ ყველა მძევლის გათავისუფლებას, მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას, ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხოდ შეღწევის ხელშეწყობას და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრულად დაცვას“, - განაცხადა რომის პაპმა.
მისი თქმით, საერთაშორისო სამართალი მოითხოვს მოქალაქეების დაცვის ვალდებულებას, კოლექტიური დასჯის, ძალის განურჩევლად გამოყენების და მოსახლეობის იძულებით გადაადგილების აკრძალვას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.