მისი უწმინდესობა პაპი შევიდა ბაღში, რომელშიც არავინ ეპატიჟებოდა – ბორელი
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პაპი ფრანცისკეს მიერ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ გაკეთებულ კომენტარი გააკრიტიკა და თქვა:
“მისი უწმინდესობა პაპი შევიდა ბაღში, რომელშიც არავინ ეპატიჟებოდა – არასწორია, უკრაინას მოუწოდებდე, დანებდეს, პირიქით, ახლა დროა, რომ მისი დახმარება გაგრძელდეს”.
პაპმა ფრანცისკე I-მა ბოლოდროინდელ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის ომში ძლიერი იქნება ის, ვისაც თეთრი დროშის აწევის გამბედაობა ეყოფა. თუმცა, მოგვიანებით, მისი განცხადების განმარტებისას, თქვა, რომ პირველ რიგში, აგრესორმა რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ცეცხლი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.