რომელ ქვეყნებშია ყველის მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - რეიტინგი
ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციამ (American Association of Wine Economists-AAWE) 2022-2023 წლებში, ქვეყნების მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე ყველის მოხმარების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, წინა 2 წლის განმავლობაში, 1 სულ მოსახლეზე ყველის მოხმარების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი საფრანგეთშია და 26.2 კილოს შეადგენს, მას მოსდევს ისლანდია, ლუქსემბურგი და გერმანია ერთნაირი (24.1 კგ) მაჩვენებლით, შემდეგ კი საბერძნეთი (23.3 კგ).
AAWE-ის მონაცემებით, 21-ე ადგილზეა ბელარუსი 22-ზე - რუსეთი 1 სულ მოსახლეზე 7.3 და 6.7 კილო ყველის მოხმარებით, 27-ზე უკრაინა (3.3. კგ), 31-ზე - თურქეთი (2.1 კგ).
იმ ქვეყნების ათეული, სადაც 1 სულ მოსახლეზე ყველის მოხმარება ყველაზე მაღალია, ასეთია:
ქვეყანა / ერთ სულ მოსახლეზე ყველის მოხმარება კილოგრამებში
საფრანგეთშია - 26.2 კგ;
ისლანდია - 24.1 კგ;
ლუქსემბურგი - 24.1 კგ;
გერმანია - 24.1 კგ;
საბერძნეთი - 23.3 კგ;
ფინეთი - 22.4 კგ;
შვეიცარია - 22.1 კგ;
იტალია - 21.7 კგ;
ესტონეთი - 20.7 კგ;
ნიდერლანდები - 19.3 კგ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.