ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომელი ქვეყნებიდან გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რეკორდულად?

რომელი ქვეყნებიდან გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რეკორდულად?

2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, მიღებულმა შემოსავალმა 456 მილიონი დოლარი შეადგინა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზრდა 2023 წელთან შედარებით +6.7%-ით (29 მლნ. აშშ დოლარით) მეტია.
2024 წლის 9 თვეში, რეკორდულად გაიზარდა შემოსავლები ისრაელიდან და 323 მილიონი დოლარი შეადგინა, ზრდა +24.9%-ით მეტია (64 მლნ. აშშ დოლარი), 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.
2024 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები საუდის არაბეთიდან და 108 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ზრდა 2023 წლის მონაცემებთან შედარებით +21.7%-ით მეტია, (19 მლნ. აშშ დოლარი).

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.