ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იანვარ-სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, რეკორდულად, $3.5 მილიარდამდე გაიზარდა

იანვარ-სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, რეკორდულად, $3.5 მილიარდამდე გაიზარდა

საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა $3.5 მილიარდი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს +6.5%-ით (210 მლნ. აშშ. დოლარით) აჭარბებს.
2024 წლის მე-3 კვარტალში, მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა კვარტალურ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და $1.6 მილიარდი შეადგინა. ამასთან, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2023 წლის მონაცემებს +8%-ით (116 მლნ. აშშ. დოლარით) გადააჭარბა“, - ნათქვამია

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.