რომელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმიანობა საქართველოში - საქსტატი

საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია-კომუნიკაციის სექტორში დასაქმებულებს აქვთ. საქსტატის საწარმოთა საქმიანობის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ამ საქმიანობით დაკავებულების საშუალო თვიური ხელფასი 4 ათას ლარს აჭარბებდა. ამავე ანგარიშის მიხედვით, ყველაზე დაბალი ხელფასი ტრანსპორტისა და დასაწყობების საქმიანობით დაკავებულ ორგანიზაციებში იყო.
საშუალო თვიური ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით ასე გამოიყურება:
· სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1284.5 ლარი
· სამთო მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2324.9
· დამამუშავებელი მრეწველობა - 1875.9 ლარი
· ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 2304.7 ლარი
· წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 1619.4 ლარი
· მშენებლობა - 2669.5 ლარი
· საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 1711.0 ლარი
· ტრანსპორტი და დასაწყობება - 1500.5 ლარი
· ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4007.2 ლარი
· უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 1865.6 ლარი
· პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3147.4 ლარი
· ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 1602.2 ლარი
· განათლება - 1680.8 ლარი
· ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 1627.6 ლარი
· ხელოვნება, გართობა და დასვენება - 2692.0 ლარი
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2024.4 ლარს გაუტოლდა (2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 197.2 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 601.4 ლარი შეადგინა (2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 156.2 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:
· მსხვილი ბიზნესი – 2 297.4 ლარი;
· საშუალო ზომის ბიზნესი – 2 443.8 ლარი;
· მცირე ბიზნესი – 1 437.5 ლარი.
bpn.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.