ევროკავშირში შექმნილ ტრაგიკულ პოლიტიკურ ვითარებას ყველაზე ცხადად ევროპის სახალხო პარტიის (EPP) დღევანდელი განცხადება ადასტურებს, EPP-ის წევრია „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელმაც საქართველოში სისხლიანი ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა

ევროკავშირში შექმნილ ტრაგიკულ პოლიტიკურ ვითარებას ყველაზე ცხადად ევროპის სახალხო პარტიის (EPP) დღევანდელი განცხადება ადასტურებს, EPP-ის წევრია „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელმაც საქართველოში სისხლიანი ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა
ევროკავშირში შექმნილ ტრაგიკულ პოლიტიკურ ვითარებას ყველაზე ცხადად ევროპის სახალხო პარტიის (EPP) დღევანდელი განცხადება ადასტურებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე თქმით, EPP არის ყველაზე მსხვილი ევროპული პარტია და EPP-ის წევრია „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელმაც საქართველოში სისხლიანი ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა.
„შეგახსენებთ, რომ EPP არის ყველაზე მსხვილი ევროპული პარტია, რომელიც ყველაზე მეტ ევროპულ მმართველ პარტიას აერთიანებს. იმასაც შეგახსენებთ, რომ EPP-ის წევრია „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელმაც საქართველოში სისხლიანი ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა და 9 წლის მანძილზე დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ტოტალური ხელყოფით „გამოიჩინა“ თავი. იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა რადიკალურმა ოპოზიციურმა ძალებმა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობა სცადეს და არაერთ პოლიციელს უმძიმესი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რომელთაგან ორი სიკვდილს ღმერთის წყალობით გადაურჩა, ევროპის სახალხო პარტია არა მოძალადეებისა და ქართული დემოკრატიის მტრების, არამედ ბიძინა ივანიშვილის და მმართველი გუნდის სხვა ლიდერების სანქცირებას ითხოვს. EPP-ის ეს განცხადება ქართულ საზოგადოებას საუკეთესოდ ეხმარება იმის გააზრებაში, თუ რა უბედურებამდე მიიყვანა ევროკავშირი სუვერენიტეტის დაკარგვამ და გარედან მართულმა ევროპულმა ბიუროკრატიამ,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან