არქივი16 იანვარი, 2024, 11:14
"რომას" დე როსი ჩაიბარებს
როგორც გაცნობეთ, დღეს, "რომამ" ჟოზე მოურინიო არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ოფიციალურად გაათავისუფლა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "მგლებს" გუნდის ყოფილი ნახევარმცველი, დანიელე დე როსი ჩაიბარებს.
დე როსი "ჯალოროსის" ღირსებას 2001/2019 წლებში იცავდა, კარიერა კი 2020 წელს, "ბოკა ხუნიორსში" დაასრულა და სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო და "სპალი" ჩაიბარა, ამჟამად კი უმუშევარია.
დე როსის იტალიის ნაკრებში 117 მატჩი აქვს ჩატარებული.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.