რომან გოცირიძე – ჩამოშორდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს არაფორმალურის იარლიყი? – არა, რა თქმა უნდა – მრჩევლის მიერ მიტაცებული ძალაუფლება მართლაც სიახლეა პოლიტიკურ ისტორიაში, ესღა გვაკლდა

მრჩევლის მიერ მიტაცებული ძალაუფლება მართლაც სიახლეა პოლიტიკურ ისტორიაში. ესღა გვაკლდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ს პოლიტიკაში დაბრუნებას და პარტიის საპატიო თავმჯდომარედ არჩევას.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის „არაფორმალურის იარლიყი“ არ ჩამოშორებია.
„ბიძინა ივანიშვილის “მრჩევლის” სტატუსით მოვლინებამ არაფორმალური, ოლიგარქიულ მმართველობა გახადა თუ არა მხოლოდ ოლიგარქიული, ჩამოშორდა თუ არა მას არაფორმალურის იარლიყი? არა, რა თქმა უნდა. ჯერ ერთი, მას არ უჭირავს პარტიაში არავითარი პოსტი, იგი არ არის გადაწყვეტილების მიმღები ოფიციალური პირი. მეორეც, სულაც პარტიის თავმჯდომარე რომ იყოს, მას არ აქვს უფლება ჩაერიოს საკონსტიტუციო ორგანოების ყოველდღიურ მუშაობაში. ასე რომ, ნუ შევუწყობთ ხელს მის ლეგიტიმიზაციას იმის ტირაჟირებით, რომ იგი თურმე ოფიციალურად დაბრუნდა პოლიტიკაში.
მრჩევლის მიერ მიტაცებული ძალაუფლება მართლაც სიახლეა პოლიტიკურ ისტორიაში. ესღა გვაკლდა“, – წერს რომან გოცირიძე „ფეისბუქზე“.
ინფორმაციისთვის, 30 დეკემბერს “ქართული ოცნების” ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.