ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, მრჩევლის მიერ მიტაცებული ძალაუფლება მართლაც სიახლეა პოლიტიკურ ისტორიაში. ესღა გვაკლდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტარი რომან გოცირიძე:
,,ბიძინა ივანიშვილის “მრჩევლის” სტატუსით მოვლინებამ არაფორმალური, ოლიგარქიულ მმართველობა გახადა თუ არა მხოლოდ ოლიგარქიული, ჩამოშორდა თუ არა მას არაფორმალურის იარლიყი? არა, რა თქმა უნდა. ჯერ ერთი, მას არ უჭირავს პარტიაში არავითარი პოსტი, იგი არ არის გადაწყვეტილების მიმღები ოფიციალური პირი. მეორეც, სულაც პარტიის თავმჯდომარე რომ იყოს, მას არ აქვს უფლება ჩაერიოს საკონსტიტუციო ორგანოების ყოველდღიურ მუშაობაში. ასე რომ, ნუ შევუწყობთ ხელს მის ლეგიტიმიზაციას იმის ტირაჟირებით, რომ იგი თურმე ოფიციალურად დაბრუნდა პოლიტიკაში.
მრჩევლის მიერ მიტაცებული ძალაუფლება მართლაც სიახლეა პოლიტიკურ ისტორიაში. ესღა გვაკლდა:))”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.