რომან გოცირიძე: რიყის დოქებს ანგრევენ. თბილისის მერიამ უკვე გასცა ამის ნებართვა. მიზეზად ამ ტერიტორიაზე სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობა სახელდება

რომან გოცირიძე:
რიყის დოქებს ანგრევენ. თბილისის მერიამ უკვე გასცა ამის ნებართვა. მიზეზად ამ ტერიტორიაზე სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობა სახელდება.
დოქების ავტორი იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუქსასია. იგი თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენლად ითვლება. ეს ნაგებობა 2016 წელს მსოფლიოს ტოპ 10 კულტურული დანიშნულების შენობას შორის დასახელდა. ამ სიაში რიყის დოქები პირველ ადგილზე იყო წარმოდგენილი.
ამ ყველაფრის განადგურებას აპირებენ ეს ბარბაროსები.
თავის დროზე შუშის ხიდის დანგრევაც უნდოდათ. ჯერჯერობით არ გამოუვიდათ. ალბათ იმიტომ გადარჩა, რომ იქ სასტუმროს ვერ ჩადგამ.
არ უნდა გაუვიდეს თბილისის მერიას და მთლიანად „ოცნების“ რეჟიმს ეს მავნებლობა. ხალხმა ამის უფლება არ უნდა მისცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გამყრელიძე: მგონია, რომ ეს იქნება ძველი და გამოცდილი სტრატეგიის (“რუსეთთან დალაგება”, “აბა ომი გინდათ ?”) განახლებული ვარიანტი, რომლის პარალელურად განხორციელდება პრესინგი რუსეთიდან და ცხინვალის რეგიონიდა

აკაკი ბობოხიძე: ზაალ ლატარიას შვილის ცხედარი ეკლესიაში არ დაასვენებინეს. წადით ახლა, თქვე “ქრისტიანობის დამცველებო”, ჩადით და ჰკითხეთ, რატომ არ დაასვენებინეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაძირლები ხართ