ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომანო: "პარი სენ ჟერმენი" რუსეთის ნაკრების მეკარის შეძენასთან ახლოსაა

"კრასნოდარისა" და რუსეთის ნაკრების მეკარე მატვეი საფონოვი დიდი ალბათობით, კარიერას "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პარიზული კლუბი გარიგების დასრულებასთან ძალიან ახლოსაა, "კრასნოდარი" კი მეკარის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებს.
პსჟ-ის მეორე მეკარე კეილორ ნავასი "პარი სენ ჟერმენს" ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, საფონოვი კი ჯანლუიჯი დონარუმას შემცვლელი იქნება.
25 წლის კარის დარაჯმა კარიერა "კრასნოდარში" დაიწყო, რუსეთის ნაკრებში კი 2021 წლიდან ასპარეზობს და 13 მატჩი აქვს ჩატარებული.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.