არქივი25 მაისი, 2024, 17:38
Bild: სექსუალურად შეპყრობილმა მოდელმა გერმანელი მეკარის კარიერაზე უარყოფითად იმოქმედა [PHOTO]
"ბილდის" ცნობით, "აინტრახტის" 33 წლის მეკარე კევინ ტრაპი ფორმაში არაა, ამიტომ არ შეიყვანეს გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ის განაცხადში და მიზეზსაც განმარტავს.
"მიზეზი" კი მისი საცოლე, ბრაზილიელი სუპერმოდელი იზაბელ გულარია, რომელიც სექსუალურად შეპყრობილია და ტრაპს ფეხბურთზე კონცენტრირების საშუალებას არ აძლევს. კევინს უსაყედურეს, რომ ვარჯიშებზე სათანადოდ არ ირჯება.
ჟურნალისტების აზრით, 39 წლის გულარმა ურყოფითად იმოქმედა ტრაპის კარიერაზე. ის მას ასწავლის როგორ გადმოვიდეს მანქანიდან საჯარო ღონისძიებებზე მისვლისას, რათა კარგი სურათები გამოუვიდეთ.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.