როდესაც ხარ პოლიტიკაში, თუნდაც ოპოზიციის წარმომადგენელი, შენი ვალდებულებაა მსგავს ფორმატებში მიიღო მონაწილეობა – რატი იონათამიშვილი სამუშაო ჯგუფების შესახებ

9 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გეგმის შესასრულებლად გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს. სამუშაო შეხვედრა 29 იანვარს გაიმართება. შეხვედრას მესამე სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და შეხვედრას დაესწრება. “ნაციონალური მოძრაობისა” და “ლელოს” პასუხი ბუნდოვანია.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თუ ადრე ოპოზიცია სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე უარს ამბობდა, ახლა მათ აქვთ კიდევ ერთი შანსი, რომ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებასთან” ერთად იმსჯელონ.
“სინამდვილეში ეს არის მათი ვალდებულება, ვინაიდან, როდესც შენ ხარ პოლიტიკაში, თუნდაც ოპოზიციის წარმომადგენელი, შენი ვალდებულებაა, რომ მსგავს ღონისძიებებში და ფორმატებში მიიღო მონაწილეობა. ეს არის ის ვალდებულება, რომელსაც აქამდე ისინი გაურბოდნენ და ამას შეგნებულად აკეთებდნენ. ერთი იმიტომ, რომ რესურსების სიმცირე ჰქონდათ და მეორე – მტრობდნენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანსა და ინტეგრაციას. შესაბამისად, მონაწილეობა ერთის მხრივ იქნება მათი მხრიდან ამ შეცდომების აღიარება და მეორე – ცხადია ისინი არიან ვალდებულები, რომ ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზეც იგრძნონ. ამას როგორ გამოიყენებენ, ჩვენი საზოგადოება დააკვირდება და ცხადია, შესაბამის შეფასებებსაც გააკეთებს”, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რატი იონათამიშვილმა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თუ ოპოზიცია კიდევ ერთხელ იტყვის უარს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე, ეს მათი მხრიდან იმის დასტური იქნება, რომ ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს აგრძელებს.
“თუ იქნება მათი მონაწილეობა, ძალიან კარგია. ეს უნდა იყოს მონაწილეობა არა იმისთვის, რომ იქ გარკვეული პროვოკაცია, დესტრუქცია, წინააღმდეგობა შეიტანო და ამით სამუშაო პროცესის უარყოფითი წარმოჩენა მოახდინო, არამედ უნდა იყოს ეს თანამშრომლობა სწორედ თანამშრომლობის მიზნით მოტივირებული, და არა რაიმე პოლიტიკური ობსტრუქციის მოწყობის მიზნით”, – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე .

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს