ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - ყოველ ჯერზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოდიოდა პოლიტიკაში, ეს მთავრდებოდა ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით

როცა საუბარია ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე, რა თქმა უნდა, ამ კუთხით არის უმნიშვნელოვანესი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.­ ყველა მიმართულებით ბიძინა ივანიშვილს შეუძლია განსაკუთრებული როლი შეასრულოს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ყოველ ჯერზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოდიოდა პოლიტიკაში, ეს მთავრდებოდა ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით.
„ჩვენ დავინახეთ ერთგვარი სასოწარკვეთილება ოპოზიციაში. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების დღიდან ერთი დღე არ გასულა, რომ მათ არ ესაუბროთ ამ ფაქტზე, რაც მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მძიმედ მიიღეს მათ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში. ყოველ ჯერზე როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოდიოდა პოლიტიკაში ეს მთავრდებოდა ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით.“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.