ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როდესაც სანახაობა შედეგს შეეწირა - კონტემ კომენტარი გააკეთა

როდესაც სანახაობა შედეგს შეეწირა - კონტემ კომენტარი გააკეთა

"ნაპოლის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "იუვენტუსთან" ფრთხილად, გამწვავების გარეშე თამაში არჩია და ტურინში მატჩის ფრედ დასრულებით კმაყოფილი დარჩა. მან შემტევები უკან ღრმად დასწია და შედეგს თამაშის სანახაობრივი მხარე შესწირა. აი, რა განაცხადა მან DAZN-ის ეთერში:
"ტაქტიკის შეცვლის გამო ჩვენი დაცვის მეშინოდა, მაგრამ ძალიან კარგად ვმოქმედებდით. შეტევაში გაცილებით უკეთ თამაში შეგვიძლია, იყო სიტუაციები, როდესაც შეგვეძლო გვესარგებლა. სრულყოფის შესაძლებლობები ნამდვილად გაგვაჩნია.
ვიცი, "იუვენტუსთან" მის მოედანზე ფრედ თამაში რამდენად რთულია. ამ გუნდმა გასულ სეზონში "ნაპოლი" 18 ქულით ჩამოიტოვა და ჩემს ფეხბურთელებს ბოლომდე დახარჯვა დავავალე.
როდესაც ბურთს ზონებს შორის ვფლობთ, ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ და მეტს მივაღწიოთ.
სქემა მეტოქის შესაჩერებლად შევცვალე? არა, მწვრთნელი გუნდს მის ხელთ არსებული ფეხბურთელების შესაძლებლობებით აყენებს და არ გვინდოდა ბურთი მოწინააღმდეგისთვის დაგვეთმო. ლუკაკუ ჯერ საუკეთესო ფორმაში არ არის. დაცვით ზომიერად კმაყოფილი ვარ, შეტევაში კი შეგვეძლო მომენტები უკეთ გამოგვეყენებინა".

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.