ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე "ნორვიჩთან"?" - კლევერლიმ კომენტარი გააკეთა

"ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე "ნორვიჩთან"?" - კლევერლიმ კომენტარი გააკეთა

"უოტფორდის" მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობის და მომავალ ტურში მისი თამაშის შესაძლებლობაზე ისაუბრა:
"ტრავმა გაცილებით სერიოზული ჩანდა, ვიდრე სინამდვილეშია. ზურგის სპაზმი იყო, რაზეც კარგი რეაგირება ჰქონდა. საერთო ჯგუფთან ერთად არ ვარჯიშობს, მაგრამ იმედი გვაქვს, მწყობრში ჩადგება. შანსები 50-50-ზეა და ხვალინდელ ვარჯიშზე ვნახავთ, როგორ მდგომარეობაში იქნება".
"უოტფორდი" 5 ტურის შემდეგ ჩემპიოშიფში 10 ქულით მეხუთე ადგილზეა და 21 სექტემბერს სტუმრად "ნორვიჩს" დაუპირისპირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.