“როდესაც გორის მერი თამაზ გინტურის გასვენების დღეს რუსეთში საქეიფოდ წავიდა, უკვე აღარაფერი გვიკვირს..” – სააკაშვილის განცხადება

“სა­ქარ­თვე­ლო გახ­და რუ­სე­თის პრო­ვინ­ცია – მინ­და სწო­რედ “ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ 20 წლის­თა­ვის წინ გი­თხრათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი, “ის, რაც დღეს ხდე­ბა გო­რის მერ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­დე­საც თა­მაზ გინ­ტუ­რის, ჩვე­ნი ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი გმი­რის გას­ვე­ნე­ბის დღეს რუ­სეთ­ში სა­ქე­ი­ფოდ წა­ვი­და, უკვე აღა­რა­ფე­რი გვიკ­ვირს. სა­ქარ­თვე­ლო გახ­და რუ­სე­თის პრო­ვინ­ცია და ამას წყა­ლი არ გა­უ­ვა.

მე მინ­და გი­თხრათ, რომ ეს არ არის უი­მე­დო სი­ტუ­ა­ცია, ჩვენ ეს შევ­ძე­ლით – ჩვენ მი­ვი­ღეთ ევ­რო­კო­მი­სი­ის და­დე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცია სტა­ტუს­ზე და ეს შევ­ძე­ლით ჩვენ და არა მთავ­რო­ბამ. ახლა ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის 20 წელი სრულ­დე­ბა. მინ­და სწო­რედ ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის 20 წლის­თა­ვის წინ გი­თხრათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი. ქარ­თველ ხალ­ხს აქვს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ არ სურს რუსი ოლი­გარ­ქის და რუ­სე­თის ჩექ­მის ქვეშ ცხოვ­რე­ბა, არ სურს იყო ვი­ღა­ცის სა­კუთ­რე­ბა…

რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვირ­წმუ­ნოთ ჩვე­ნი ძალა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ძლებთ ამათ გაშ­ვე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ, რა თქმა უნდა, ისი­ნი არ­სად წას­ვლას არ აპი­რე­ბენ,“ – გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება