არქივი25 ნოემბერი, 2023, 14:08
"ვიცი როგორ არა...რა უნდა?" | ზურაბიშვილი გორის მერის რუსულ ვოიაჟზე
"ვიცი როგორ არა" - ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვას, იცის თუ არა, რომ გორის მერი რუსეთში იმყოფებოდა. დამატებით კითხვაზე, რას ეტყვის ის ხინჩეგაშვილს, ზურაბიშვილი პასუხობს - "რა უნდა?"
შეგახსენებთ, ევროპული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი დღეს გორში ჩავიდა.
ცნობისთვის, გამოცემა "მოზაიკას" ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის დაკრძალვის დღეს, გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილი რუსეთში წავიდა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.