როდესაც ბიზნესი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს და ბაზარზე ხელოვნურ ფასებს ამკვიდრებს, სახელმწიფოს ჩართულობა არა მხოლოდ გამართლებული, არამედ გარდაუვალი აუცილებლობაა

როდესაც ბიზნესი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს და ბაზარზე ხელოვნურ ფასებს ამკვიდრებს, სახელმწიფოს ჩართულობა არა მხოლოდ გამართლებული, არამედ გარდაუვალი აუცილებლობაა
სურსათის მაღალ ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პოზიცია ცხადყოფს, რომ მთავრობა ზრუნავს მოქალაქეების რეალურ საჭიროებებზე – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, შესაბამისი სტრუქტურების მიერ ბაზრის სიღრმისეული მოკვლევის შემდეგ, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ უფრო სამართლიანი და დაბალანსებული ფასები, რაც სოციალურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ სამართლიანობას გააძლიერებს. „სურსათის მაღალ ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პოზიცია ცხადყოფს, რომ მთავრობა ზრუნავს მოქალაქეების რეალურ საჭიროებებზე.
სურსათის ფასების ზრდა სერიოზული გამოწვევაა და იგი თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აწუხებს. იმ შემთხვევაში, როდესაც ბიზნესი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს და ბაზარზე ხელოვნურ ფასებს ამკვიდრებს, სახელმწიფოს ჩართულობა არა მხოლოდ გამართლებული, არამედ გარდაუვალი აუცილებლობაა. პრემიერის მიერ გაჟღერებული ინიციატივა მოკლევადიან პერსპექტივაშიც კი მნიშვნელოვან შედეგს მოუტანს საზოგადოებას. შემდგომ ეტაპზე კი, შესაბამისი სტრუქტურების მიერ ბაზრის სიღრმისეული მოკვლევის შემდეგ, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ უფრო სამართლიანი და დაბალანსებული ფასები, რაც სოციალურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ სამართლიანობას გააძლიერებს.“ – წერს ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა