რადიკალურ ოპოზიციაზე: კარტელურ გარიგებებს და ხელოვნურად გაზრდილ ფასებს ხელისუფლებას ვერ დააბრალებთ, რადგან სახელმწიფოს გადასახადი არასდროს გაუზრდია!

ზურაბ ქადაგიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: კარტელურ გარიგებებს და ხელოვნურად გაზრდილ ფასებს ხელისუფლებას ვერ დააბრალებთ, რადგან სახელმწიფოს გადასახადი არასდროს გაუზრდია!
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი სასურსათო პროდუქტების მაღალ ფასებზე პრემიერ-მინისტრის ვიდეო მიმართვასთან დაკავშირებით, რადიკალი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალური ქსელით ეხმიანება. დეპუტატის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გაშავება საგადასახადო პოლიტიკის მოშველიებით, მხოლოდ მათ “ინტელექტუალურ შესაძლებლობებს” აჩვენებს. „ქართველ ხალხს რომ სულელად თვლით და გგონიათ ყველანაირ სიგიჟეს შეასაღებთ, მაგიტომ ხართ იქ, სადაც ხართ!
ფასების ზრდა ხელისუფლების საგადასახადო პოლიტიკის ბრალიაო, ჭკვიანი სახეებით რომ ალაპარაკებთ “ტოპ-ტვინებს” და მერე თქვენი პარტიული მედიით ავრცელებთ ამ სისულელეს, საკუთარი “ბაბლის” გარდა ვინმეს აჯერებთ ამას?! დღგ საქართველოში 18%-ია (2005 წლიდან) და არ გაზრდილა; მოგების გადასახადი 15%-ია და არც ეს გაზრდილა; 2017 წლიდან მოგებაზე გადასახადი იხდება, მხოლოდ განაწილებისას, ინვესტირებულზე 0%; აქციზი არ არის ხალხის გადასახადი, ეხება მხოლოდ საწვავს, თამბაქოს, ალკოჰოლსა და ავტომობილებს; პურზე? – არა; წამალზე? – არა; ყოველდღიურ პროდუქტებზე? – არა. პრემიერის ინიციატივის გაშავება საგადასახადო პოლიტიკის მოშველიებით, თქვენს “ინტელექტუალურ შესაძლებლობებს” აჩვენებს. კარტელურ გარიგებებს და ხელოვნურად გაზრდილ ფასებს ხელისუფლებას ვერ დააბრალებთ, რადგან სახელმწიფოს გადასახადი არასდროს გაუზრდია! ნუ, იმათ აღარაფერი გეშველებათ, ვისაც “ლელოელი” პოლიტიკოსები დიდი ეკონომისტები გგონიათ, რომანა გოცირიძე ძლიერი ფინანსისტი და ხუხაშვილი პოლიტიკის ანალიტიკოსი!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს