ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან - პრეზიდენტი ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციებს მართავს

როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან - პრეზიდენტი ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციებს მართავს

3 საათი სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლამდე - აქციაზე მისვლამდე სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ და ევროპელ პატნიორებთან კონსულტაციებს მართავს. პრეზიდენტი მოკავშირეებთან ერთად მსჯელობს, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან. შეხვედრის ფოტომასალას ევროპარლამენტარი რასა იუნკევიჩიანე ავრცელებს. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ შესაძლოა, საქართველოში ევროპარლამენტარები ჩამოვიდნენ და სალომე ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის გვერდით დადგნენ. მისივე ცნობით, შექმნილია „საქართველოს მეგობრების ქსელი“ -დეპუტატების, ექსპერტების და დიპლომატების კოალიცია, რომლის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნებაში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ ზურაბიშვილი რეზიდენციაში გამაგრდება, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.
"ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - თქვა დღეს კობახიძემ.
წყარო: tvpirveli

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.