ბადრი ჯაფარიძე – ქვეყანა ამ მძიმე კრიზისიდან უნდა გამოვიდეს, ამის გამოსავალი არის ახალი არჩევნები – არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური

ჩვენ უკვე წარვადგინეთ [ხელახალი არჩევნებისთვის საჭირო დოკუმენტის დეტალები] და შესაბამისად, მონაწილეობა მივიღეთ, ახლა სხვებიც მუშაობენ და ეს იქნება შეჯერებული, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ დაძაბულობამ იკლოს.
„იმისათვის, რომ მოხდეს გამოსავლის მოძებნა იმ კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანა “ქართულმა ოცნებამ” შეიყვანა, თავდაპირველად, მოწოდება იყო დიალოგისკენ, რომელიც დარჩა უპასუხოდ “ქართული ოცნების” მხრიდან. ის კვლავ დგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ იკლოს დაძაბულობამ, რათა ხალხში მოხდეს არა დაპირისპირება, არამედ შერიგება ამ იდეის ირგვლივ. ქვეყანა ამ მძიმე კრიზისიდან უნდა გამოვიდეს. ამის გამოსავალი არის ახალი არჩევნები.
არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ყველა მიღებული გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური.
ჩვენ უკვე წარვადგინეთ [ხელახალი არჩევნებისთვის საჭირო დოკუმენტის დეტალები] და შესაბამისად, მონაწილეობა მივიღეთ, ახლა სხვებიც მუშაობენ და ეს იქნება შეჯერებული”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!