როგორ მოხვდა პაპუაშვილი კანდიდატი ქვეყნების სამიტზე და რა გზავნილები გააჟღერა ბრიუსელის მისამართით (ვიდეო)

კრაინისა და საქართველოს პარლამენტების თავმჯდომარეები პირისპირ პირველად შეხვდნენ მას შემდეგ, რაც ერთმანეთს ღია წერილებით საჯაროდ დაუპირისპირდნენ. ურთიერთბრალდებებისა და უმადურობის შესახებ განცხადებების შემდეგ, შალვა პაპუაშვილს საერთაშორისო ასპარეზზე მოხვედრის შესაძლებლობა რუსლან სტეფანჩუკის მეშვეობით მიეცა.

სწორედ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის ინიციატივით მიეცა პაპუაშვილს შესაძლებლობა, კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებს პირადად შეხვედროდა და მათთან თანამშრომლობაზე ესაუბრა. ასე აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ლიდერი ბელგრადში, კანდიდატი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე.

პაპუაშვილმა ეს პლატფორმაც ევროკავშირის კრიტიკისთვის გამოიყენა. პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს შეჩერებულ ევროინტეგრაციას ბრიუსელს უკავშირებს და ევროკავშირს კანდიდატი ქვეყნებისთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნაში ადანაშაულებს. სიტყვით გამოსვლისას მან კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებს შესთავაზა, ევროპული ბიუროკრატიის წინააღმდეგ ერთობლივად იმოქმედონ.

„ქართული ოცნება“ საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლასა და პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენას სხვადასხვა ფორმით ცდილობს. თუმცა პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ პარტნიორების კრიტიკაზე აკეთებენ აქცენტს.

ეს ტონი შენარჩუნდა ჰააგაშიც, სადაც უკვე მესამე დღეა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია მიმდინარეობს. ნიდერლანდებში ჩასულ ლევან მახაშვილს ორგანიზაციის დარწმუნება მოუწია, რომ არ მიეღოთ რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების გადახედვის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და რეპრესიული კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენლების მოწოდებისა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა რეზოლუცია მაინც დაამტკიცა

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ჩერქეზიშვილი – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, „მშვიდობით სავსე ქალაქი“ ყოველი წვიმის შემდეგ იქცევა წყალწაღებულ ქალაქად და ძირგამოთხრილ ქალაქად – ყოველი წვიმა ამ ქალაქში კოლაფსის შემქმნელია

საბა ბუაძე: დიდი დიღომი არის თვალსაჩინო მაგალითი ურბანული გენოციდის -კორუფციული ინტერესიდან გამომდინარე, კალაძის პირობებში, იქ გაცემული იქნა სრულიად შეუსაბამო მშენებლობის უფლებები (ვიდეო)