როგორ “გამოიყურება” სუნი — ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ყნოსვის რუკა შექმნეს

ადამიანიSci-Techმეცნიერება
როგორ “გამოიყურება” სუნი — ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ყნოსვის რუკა შექმნეს
ფოტო: Datta Lab/Harvard
17
წაკითხვა
ყნოსვა ძლიერი გრძნობაა. ის თქვენს სხეულს ანიშნებს, ექნება თუ არა რამეს კარგი (თუ საშინელი) გემო. ყნოსვით შეგვიძლია გაზაფხულის დადგომაც კი ვიგრძნოთ. ალბათ, წვიმის სუნიც გიგრძნიათ, აღარაფერს ვამბობ თქვენს ძაღლზე, რომელსაც შეიძლება დაბანა სჭირდებოდეს.
რიგ შემთხვევებში ყნოსვამ შეიძლება ჩვენი სიცოცხლეც კი იხსნას. მეორე მხრივ, ყველა გრძნობიდან, ყნოსვა ალბათ, ყველაზე ნაკლებადაა შესწავლილი.
და, აი, ახლა მეცნიერებმა ამ გრძნობის უკეთ გაგებასთან უფრო ახლოს არიან. მათ ამისთვის სპეციალური რუკა შეადგინეს, რომელიც თაგვების ცხვირში ჩაშენებული ათასობით სხვადასხვა ტიპის სუნის რეცეპტორის განლაგებას აჩვენებს.
შედეგი ძალიან საინტერესოა:
თაგვის ცხვირის განივი კვეთის მიკროსკოპული ფოტო. თაგვი გენმოდიფიცირებული იყო ყნოსვით ნეირონებში მწვანე ფლუორესცენტული ცილის გამოსახატავად. მომაკვდავი ნეირონების მცირე ქვეჯგუფი წითლად არის მონიშნული.
ფოტო: Datta Lab/Harvard
“ყნოსვის შეგრძნება ზედმეტად იდუმალია”, — ამბობს კვლევის უფროსი ავტორი, ნეირობიოლოგი სანდიპ დატა. “ეს არის გრძნობა, რომელიც კარგად არ გვესმის”.
რუკა 300-ზე მეტი თაგვის მონაცემებს ეფუძნება.
თაგვის ცხვირში დაახლოებით 20 მილიონი ყნოსვითი ნეირონია, რომელთაგან თითოეული ათასობით სახის უჯრედულ რეცეპტორს გამოხატავს. თითოეული ეს ნეირონი სუნის შესახებ ინფორმაციას ცხვირიდან ტვინში გადასცემს.
დატამ და მისმა კოლეგებმა დაახლოებით 5 მილიონი ინდივიდუალური (ცხვირის) ქსოვილის უჯრედის გენები დაადგინეს, რამაც მათ დაახლოებით 2.3 მილიონი ყნოსვითი სენსორული ნეირონის მონაცემთა ნაკრები მისცა.
შემდეგ მათ დაადგინეს, თუ სად იყო განლაგებული სუნის რეცეპტორებთან დაკავშირებული აქტიური გენები.
ყნოსვითმა რუკამ ცხვირში რეცეპტორების მაღალორგანიზებული განლაგება გამოავლინა.
ფოტო: Brann et al., Cell, 2026
“ჩვენს შედეგებს წესრიგი შემოაქვს სისტემაში, რომელიც აქამდე წესრიგს მოკლებული ეგონათ, რაც კონცეპტუალურად ცვლის ჩვენი წარმოდგენის პრინციპს მისი მუშაობის შესახებ”, — ამბობს დატა.
ადრე მეცნიერებს რეცეპტორების აღმოჩენა უჭირდათ და ვარაუდობდნენ, რომ მათი განლაგება შემთხვევითი უნდა ყოფილიყო: ერთ ყნოსვით სენსორულ ნეირონს შეეძლო 1100 შესაძლო ყნოსვითი რეცეპტორიდან ნებისმიერის გამოხატვა.
მეორე მხრივ, ახალი რუკა ავლენს, რომ ამ ნეირონების მიერ გამოვლენილი რეცეპტორების ტიპი დიდწილად დამოკიდებულია მათ განლაგებაზე. ამის გამო, ისინი ქმნიან რეცეპტორების გრადიენტს ვიწრო ჰორიზონტალურ ზოლებში, რომლებიც გადაჭიმულია ცხვირის ზემოდან ძირამდე.
როგორც დატა და მისი კოლეგები თავიანთ ნაშრომში წერენ, ყნოსვით სისტემაში სივრცითი წესრიგი “წარმოიშობა უწყვეტად ცვალებადი ტრანსკრიფციული კოდიდან, რომელიც ზუსტად აწყობს სუნზე პასუხისმგებელ მრავალ დისკრეტულ არხს”.
ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ეს განლაგება მოდულირებულია ბუნებრივად წარმოქმნილი რეტინოინის მჟავით, მოლეკულით, რომელსაც შეუძლია უჯრედებში გენების ექსპრესიის რეგულირება.
თაგვებში რეტინოლის მჟავის დონის დასარეგულირებლად მედიკამენტების გამოყენებით, გუნდმა შეძლო ცხვირში ყნოსვის რეცეპტორების გრადიენტის გადანაცვლება. მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ ცხვირში რეცეპტორების განლაგება შეესაბამება იმას, თუ როგორ არის ორგანიზებული ტვინის ყნოსვის ბოლქვი.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ თაგვებში ყნოსვის ანატომიის უკეთესი გაგებით, ისინი შეძლებენ უკეთ გაიგონ, რა ხდება ადამიანის ცხვირშიც.
“ყნოსვას მართლაც ღრმა და ყოვლისმომცველი გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამიტომ მისი აღდგენა არა მხოლოდ სიამოვნებისა და უსაფრთხოებისთვისაა, არამედ ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვისაც”, — თქვა დატამ. “ამ რუკის გაგების გარეშე, ჩვენ განწირულნი ვართ მარცხისთვის ახალი მკურნალობის მეთოდების შემუშავებაში”.
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Cell.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
აფეთქებამ მზის ატმოსფერო “გახია” — რას უნდა ველოდოთ მომდევნო დღეებში15410 ნახვა
ქვიზი: გეუბნებით ადამიანთან მსგავსებას და გვითხარი, რომელი ცხოველია9840 ნახვა
ტესტი: გამოიცანი დაავადება ან ჯანმრთელობის მდგომარეობა სურათით6453 ნახვა
მეცნიერების თქმით, სმის შეწყვეტას ალკოჰოლის ზიანის დიდი ნაწილის გამოსწორება შეუძლია5900 ნახვა
ფსილოციბინის ერთჯერად მიღებასაც კი ადამიანის ტვინის შეცვლა შეუძლია — კვლევა3450 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კიბერ უსაფრთხოება
Zara-ს მონაცემთა გაჟონვა — შეტევის შედეგად 200 000 მომხმარებელი დაზარალდა
Zara-ს მონაცემთა გაჟონვა — შეტევის შედეგად 200 000 მომხმარებელი დაზარალდა
გადახედვა

ArXiv დასჯის მკვლევრებს, რომლებიც -ით გაჯერებულ ნაშრომებს ატვირთავენ
ArXiv დასჯის მკვლევრებს, რომლებიც -ით გაჯერებულ ნაშრომებს ატვირთავენ
გადახედვა
Paleo
ნეტფლიქსის “დინოზავრები” — რამდენად ზუსტია სერიალის მეცნიერება?
ნეტფლიქსის “დინოზავრები” — რამდენად ზუსტია სერიალის მეცნიერება?
გადახედვა
კოსმოსი
ევროპულმა ზონდმა მარსზე მასშტაბური წყალდიდობების კვალი გადაიღო
ევროპულმა ზონდმა მარსზე მასშტაბური წყალდიდობების კვალი გადაიღო
ეკონომიკა
Gen Z-ის ფინანსური არჩევანი: რატომ ანაცვლებს ბირჟა უძრავ ქონებას?
Gen Z-ის ფინანსური არჩევანი: რატომ ანაცვლებს ბირჟა უძრავ ქონებას?
გადახედვა
Next საქართველო
NEXT.On.ge-ში 3-თვიანი სტაჟირების პროგრამა იწყება
NEXT.On.ge-ში 3-თვიანი სტაჟირების პროგრამა იწყება
გადახედვა
დედამიწა
ნახეთ — ბრწყინვალე ფოტოები ბუნებას ახლებურად გვაჩვენებს
ნახეთ — ბრწყინვალე ფოტოები ბუნებას ახლებურად გვაჩვენებს
გადახედვა
ადამიანი
შესაძლოა, მალე ენდომეტრიოზის დიაგნოსტირების არაინვაზიური ტექნიკა დაინერგოს
შესაძლოა, მალე ენდომეტრიოზის დიაგნოსტირების არაინვაზიური ტექნიკა დაინერგოს
გადახედვა
ადამიანი
პოლიკისტური საკვერცხის სინდრომს სახელი ოფიციალურად შეუცვალეს — რატომ
პოლიკისტური საკვერცხის სინდრომს სახელი ოფიციალურად შეუცვალეს — რატომ
გადახედვა

AI ჩატბოტები ადამიანების პერსონალურ მონაცემებს ავრცელებენ
AI ჩატბოტები ადამიანების პერსონალურ მონაცემებს ავრცელებენ