ხელოვნური ინტელექტიSci-Techტექნოლოგიებიმეცნიერებაადამიანი
ზოგ პაციენტს უნდა, პლასტიკური ოპერაციის გზით ხელოვნური ინტელექტით გენერირებულს დაემსგავსოს
ფოტო: Getty Images
პლასტიკური ქირურგები ამბობენ, რომ მათ უჩვეულო სურვილით სულ უფრო და უფრო მეტი პაციენტი აკითხავს. ბევრს სურს, რომ საკუთარი თავის AI-გენერირებულ ვერსიას დაემსგავსოს, რომელსაც მულტფილმის პერსონაჟის მსგავსი არარეალისტური ნაკვთები ექნება.
რეიჩელ უესტბეი კოსმეტიკური დერმატოლოგია ნიუ-იორკიდან. ის ჰყვება, თუ როგორ მიუტანა ერთმა ქალმა ChatGPT-ის მიერ გენერირებული სურათი, რომელიც კარიკატურას ჰგავდა. ნაკვთები არარეალისტური იყო: მეტისმეტად დიდი ტუჩები, კიდევ უფრო დიდი თვალები და უჩვეულოდ გამოკვეთილი ყბა.
თავისთავად, AI პირველი ციფრული ტექნოლოგია არაა, რომელიც არაჯანსაღი სილამაზის სტანდარტებში იღებს მონაწილეობას. ამის მაგალითი წლების წინ Snapchat-ის ფილტრები და ინფლუენსერებით სავსე სოციალური მედიაცაა.
მეორე მხრივ, შეიძლება AI ამ მიმართულებით კიდევ უფრო საშიში იყოს. ჩვეულებრივი ფილტრებისგან განსხვავებით, AI-ის ჩვენზე მორგება კიდევ უფრო მარტივია. თანაც, ჩატბოტს შეუძლია დაგვარწმუნოს, რომ ეს არარეალისტური ნაკვთები ჯანსაღი და განხორციელებადია.
გასულ წელს გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, იმ პაციენტებს, რომლებიც თავიანთ ფოტოებს AI-ით ამუშავებენ, პლასტიკური ქირურგების მიმართ გაცილებით მეტი და არარეალისტური მოთხოვნა აქვთ.
ერთ-ერთი მანჰეტენელი პლასტიკური ქირურგი იხსენებს, რომ 70 წლის ქალმა საკუთარი თავის AI-გენერირებული ფოტო მიუტანა და მოითხოვა, რომ ექიმს “ქირურგიული დროის მანქანა” შეექმნა, რათა ქალი თავის 40 წლით უმცროს შვილიშვილს დამსგავსებოდა. ქირურგმა ბევრჯერ აუხსნა, რომ ეს შეუძლებელი იყო, თუმცა ქალი მაინც იმავეს მოითხოვდა.
მეორე მხრივ, ზოგი ქირურგის აზრით, AI-ის გამოყენება ამ დარგში ეფექტიანადაც შეიძლება. მაგალითად, ვაშინგტონის უნივერსიტეტის პლასტიკური ქირურგი, ჯასტინ საქსი, განმარტავს, რომ AI შეიძლება პროცედურის რეალისტურად სიმულირებისთვის გამოვიყენოთ.
აღსანიშნავია, რომ გარკვეული რისკები ამ მიდგომასაც ახლავს. AI ჯერაც არაა სრულყოფილი ტექნოლოგია, ამიტომ ექიმები მასზე ზედმეტად დამოკიდებულნი არ უნდა გახდნენ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
აფეთქებამ მზის ატმოსფერო “გახია” — რას უნდა ველოდოთ მომდევნო დღეებში17390 ნახვა
ქვიზი: გეუბნებით ადამიანთან მსგავსებას და გვითხარი, რომელი ცხოველია10200 ნახვა
ტესტი: გამოიცანი დაავადება ან ჯანმრთელობის მდგომარეობა სურათით6947 ნახვა
მეცნიერების თქმით, სმის შეწყვეტას ალკოჰოლის ზიანის დიდი ნაწილის გამოსწორება შეუძლია6405 ნახვა
ფსილოციბინის ერთჯერად მიღებასაც კი ადამიანის ტვინის შეცვლა შეუძლია — კვლევა3559 ნახვა
გირჩევთ
ტექნოლოგიები
როგორ დაგვეხმარება ახალი ტექნიკა პროფესიულ ზრდაში? — პროდუქტები მუშაობისა თუ სწავლისთვის
როგორ დაგვეხმარება ახალი ტექნიკა პროფესიულ ზრდაში? — პროდუქტები მუშაობისა თუ სწავლისთვის
გადახედვა
კოსმოსი
მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულში ვარსკვლავური მტვრის კვალი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულში ვარსკვლავური მტვრის კვალი აღმოაჩინეს
გადახედვა
ადამიანი
როგორ “გამოიყურება” სუნი — ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ყნოსვის რუკა შექმნეს
როგორ “გამოიყურება” სუნი — ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ყნოსვის რუკა შექმნეს
მეცნიერება
რატომ არ შეიძლება ზღვის წყლის დალევა?
რატომ არ შეიძლება ზღვის წყლის დალევა?
გადახედვა
Paleo
ნეანდერტალელები კარიესის სამკურნალოდ ქვის “ბჟენს” იყენებდნენ — კვლევა
ნეანდერტალელები კარიესის სამკურნალოდ ქვის “ბჟენს” იყენებდნენ — კვლევა
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
“უკანასკნელი ტიტანი” — ტაილანდში გრძელკისერა დინოზავრის ნამარხი აღმოაჩინეს
“უკანასკნელი ტიტანი” — ტაილანდში გრძელკისერა დინოზავრის ნამარხი აღმოაჩინეს
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ArXiv დასჯის მკვლევრებს, რომლებიც AI-ით გაჯერებულ ნაშრომებს ატვირთავენ
ArXiv დასჯის მკვლევრებს, რომლებიც AI-ით გაჯერებულ ნაშრომებს ატვირთავენ
გადახედვა
ტექნოლოგიები
უსაფრთხოების მკვლევრების თქმით, Anthropic-ის Mythos-ის დახმარებით macOS გატეხეს
უსაფრთხოების მკვლევრების თქმით, Anthropic-ის Mythos-ის დახმარებით macOS გატეხეს
გადახედვა
Paleo
ნეტფლიქსის “დინოზავრები” — რამდენად ზუსტია სერიალის მეცნიერება?
ნეტფლიქსის “დინოზავრები” — რამდენად ზუსტია სერიალის მეცნიერება?
გადახედვა
კოსმოსი
ევროპულმა ზონდმა მარსზე მასშტაბური წყალდიდობების კვალი გადაიღო
ევროპულმა ზონდმა მარსზე მასშტაბური წყალდიდობების კვალი გადაიღო