როგორც წესი, დანაშაულებრივი აქციების ორგანიზატორები არიან პოლიტიკოსები, რომლებიც, საბოლოოდ, ადგილზე არ ჩნდებიან, ხოლო ის ადამიანები, რომელთაც მათ მოწოდებებს დაუჯერეს, კანონის პირისპირ მარტოები რჩებიან

როგორც წესი, დანაშაულებრივი აქციების ორგანიზატორები არიან პოლიტიკოსები, რომლებიც, საბოლოოდ, ადგილზე არ ჩნდებიან, ხოლო ის ადამიანები, რომელთაც მათ მოწოდებებს დაუჯერეს, კანონის პირისპირ მარტოები რჩებიან
„როდესაც იკეტება რკინიგზა და ცენტრალური მაგისტრალები, ეს, პრაქტიკულად, მიმართულია ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსის შექმნისკენ და იმისკენ, რომ მოქალაქეებს შეეზღუდოთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში მოქმედებს შესაბამისი კანონი და საქართველოც, ბუნებრივია, ამ მხრივ გამონაკლისი არ არის“, – ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი შეკრება და მანიფესტაცია, რომელიც ჯდება კანონის ფარგლებში, იქნება დაცული. თუმცა, როგორც კი შეკრება მიიღებს კანონის საწინააღმდეგო ხასიათს, იქ კანონი იქნება ძალიან მკაცრი და პრინციპული.
„როგორც წესი, ასეთი, [დანაშაულებრივი] აქციების ორგანიზატორები არიან პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საბოლოოდ ადგილზე არ ჩნდებიან და იმ ადამიანებს სწირავენ ციხისთვის, რომლებიც მათ ხმას მიჰყვებიან. ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევა გვინახავს და ამიტომ, სულ ვაფრთხილებთ აქციების მონაწილეებს – ნუ ენდობიან მათ ლიდერებს, რომლებიც დანაშაულისკენ უბიძგებენ. თუმცა, [მიუხედავად ამ გაფრთხილებისა], სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი მაინც ჩადის დანაშაულს, რის შემდეგაც ეს ლიდერები მშრალზე რჩებიან, ხოლო ის ადამიანები, რომელთაც მათ მოწოდებებს დაუჯერეს, კანონის პირისპირ მარტოდმარტო, დაუცველები დგებიან.
ნებისმიერი შეკრება და მანიფესტაცია, რომელიც ჯდება კანონის ფარგლებში, იქნება დაცული. თუმცა, როგორც კი შეკრება მიიღებს კანონის საწინააღმდეგო ხასიათს, იქ კანონი იქნება ძალიან მკაცრი და პრინციპული“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ირაკლი კობახიძის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე. წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა