თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც
„დღეს დასავლეთს სურს საქართველო გუშინდელ დღეში ჩატოვოს, რადგან ასე უფრო მარტივად სამართავია. ახალი ევროპული პოლიტიკა კი ევროპული სახელმწიფოების სრული სუვერენიტეტის აღიარება იქნება, რაშიც საქართველოს როგორც ჩანს, ფლაგმანის როლი აქვს,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და აცხადებს, რომ ამას რომ ხედავენ, სწორედ ამიტომ აკეთებენ ასეთ კრიტიკულ განცხადებებს დასავლეთის ამჟამინდელი ლიდერები.
თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველო ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშაა და ელოდება, შეძლებს თუ არა ის ამ გამოწვევების გამკლავებას.
„საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს არა გუშინდელი, არამედ ხვალინდელი პოლიტიკით. დღეს დასავლეთს სურს საქართველო გუშინდელ დღეში ჩატოვოს, რადგან ასე უფრო მარტივად სამართავია. ახალი ევროპული პოლიტიკა კი ევროპული სახელმწიფოების სრული სუვერენიტეტის აღიარება იქნება, რაშიც საქართველოს როგორც ჩანს, ფლაგმანის როლი აქვს. როგორც ქართველების ბრძოლამ რეალურად დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ევროპის ძველ პოლიტიკას და ათამამებს მათ სრული სუვერენიტეტისათვის.
ამას რომ ხედავენ, სწორედ ამიტომ აკეთებენ ასეთ კრიტიკულ განცხადებებს დასავლეთის ამჟამინდელი ლიდერები. სწორედ ამიტომ გამოიყვანეს ქუჩებში ის ახალგაზრდები, რომლებსაც სჯერათ, რომ საქართველოს ხვალინდელი დღისთვის იბრძვიან, არადა, ხვალინდელი დღისთვის სწორედ ხელისუფლება იბრძვის. ეს არ იქნება მხოლოდ საქართველოს ხვალინდელი დღე, ეს იქნება ევროპის ხვალინდელი დღეც. ევროპაც უნდა გახდეს თვითმყოფადი და თავად აირჩიოს, რა გზა სურთ – ომის თუ მშვიდობის? გაფართოების თუ პირიქით, გადარჩევის? ჩვენ დღეს მთელი მსოფლიო გვიყურებს, შეძლებს თუ არა პატარა ქვეყანა დიდი ამბიციების შესრულებას და ეყოფა თუ არა ხელისუფლებას პოლიტიკური გამჭრიახობა, მშვიდობიანად გაიყვანოს საქართველო ახალი მსოფლიო პოლიტიკის დასაწყისში, საიდანაც თავისუფალი საქართველოს გარდაუვალი აღმასვლა იწყება? დიახ, შეძლებს და ამაში უკვე დარწმუნდნენ ჩვენი სტარტეგიული მეგობრებიც, რომლებიც ცოტათი დაბნეულები უყურებენ ხელისუფლების მტკიცე ნებისყოფას, არ დაემორჩილოს დროებით პროცესებს და იზრუნოს ქვეყნის გრძელვადიანი პერსპექტივისთვის,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა