“ჩემი დიდი ბებიის მამა შეძლებული კაცი ყოფილა, დუქანი ჰქონია, საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა…” – რას წერს ნინო ლომჯარია
ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია:
დღეს როგორც ყველამ, მეც მოვინახულე წინაპრების საფლავები გურიაში: ჯერ ბებია-ბაბუის, შემდეგ დიდი ბებია-ბაბუის და ბოლოს დიდი ბებიის მშობლების.
ერთი ისტორიაც გავიხსენეთ. ჩემი დიდი ბებიის მამა, 1876 წელს დაბადებული გოჯასპირ ანთელიძე შეძლებული კაცი ყოფილა, დუქანი ჰქონია. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა და მედიებში ჩვენი პირველი ემიგრაციის წარმომადგენლები გამოჩნდნენ, ერთი ხანდაზმული ქართველი საუბრობდა ამერიკიდან, განათლება ამერიკაში გოჯასპირ ანთელიძემ დამიფინანსაო. ასეთები იყვნენ ჩვენი წინაპრები. დასავლეთისკენ ეჭირათ თვალი და დანაზოგით მომავალი თაობის დასავლურ განათლებას აფინანსებდნენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.