არქივი29 დეკემბერი 2024, 12:08
როგორც იქნა - მარიო რუიმ და "ნაპოლიმ" გამოსავალი იპოვეს

"ნაპოლი" მარიო რუის კონტრაქტს გაუწყვეტს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი მატეო მორეტო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც "პარტენოპეი" ანტონიო კონტემ ჩაიბარა, გამოცდილმა სპეციალისტმა პორტუგალიელს მაშინვე აცნობა, რომ მის სამომავლო გეგმებში არ შედიოდა.
შესაბამისად, მარიო რუი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს და მიმდინარე სეზონში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია.
განაპირა მცველმა გასულ ზაფხულს რამდენიმე კლუბისგან შემოთავაზება მიიღო, თუმცა რუიმ "პარტენოპეის" დატოვება იუარა.
შეგახსენებთ, რუი "ნაპოლის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.