არქივი28 დეკემბერი, 2024, 00:07
რასა იუკნევიჩიენე - როგორც იქნა, აშშ ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებს, ევროკავშირმა უნდა მიბაძოს! - ძვირფასო კაია კალას და მარტა კოს: დროა, ლიდერობა აჩვენოთ და თბილისში ჩახვიდეთ

როგორც იქნა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებს, ევროკავშირმა უნდა მიბაძოს! - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„როგორც იქნა! აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებს. ევროკავშირმა უნდა მიბაძოს! წევრი სახელმწიფოების ძვირფასო ლიდერებო, ძვირფასო კაია კალას და მარტა კოს: დროა ლიდერობა აჩვენოთ და თბილისში ჩახვიდეთ.
საქართველოს მომავალი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის," - წერს იუკნევიჩიენე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.