როგორც დავაკვირდით, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს შეფერხების გარეშე” – საერთაშორისო დამკვირვებელი

როგორც დავაკვირდით, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს შეფერხების გარეშე” – საერთაშორისო დამკვირვებელი
“როგორც დავაკვირდით, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს შეფერხების გარეშე”, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელი, ივ მარი ჟორჟ რობერტ ალფი საუბრობს.
“დღეს 8 საათიდან ვიყავით საარჩევნო უბნებზე. როგორც დავაკვირდით, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს შეფერხების გარეშე. ვნახეთ, რომ სისტემა არის ელექტრონული, რაც განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ გვაქვს საფრანგეთში,” – ამბობს ივ მარი ჟორჟ რობერტ ალფი.
ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნებს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება. პროცესს ასევე აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი. საქართველოში იმყოფებიან დამკვირვებლები 21 ქვეყნიდან, მათ შორის არიან როგორც საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს