არქივი4 ოქტომბერი, 2025, 09:12
კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში საარჩევნო უბნები დროულად გაიხსნა - ხმის მიცემის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს

კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. რეგიონის მასშტაბით 8 მერს და საკრებულოს წევრებს ირჩევენ. უბნებზე ხმის მიცემა 08:00 საათზე დაიწყო. თელავის #17 ოლქში სულ 43 საარჩევნო უბანი და 54 949 ამომრჩეველია, აქედან 10-ში ტრადიციული, ხოლო 33-ში ელექტრონული სისტემით არის შესაძლებელი ხმის მიცემა.
კახეთში სულ სამი პარტიის - „ქართული ოცნების“, „ძლიერი საქართველო - ლელოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატები არიან რეგისტრირებული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.