როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი პირდაპირ ფინანსდება საზღვარგარეთიდან. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი, ეს საქართველოს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის ტოლფასია

როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი პირდაპირ ფინანსდება საზღვარგარეთიდან. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი, ეს საქართველოს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის ტოლფასია
„რაც უფრო მეტი და მეტი ინფორმაცია მჟღავნდება ფაქტია და ვხედავთ, ოპოზიციურ პარტიებს შექმნილი აქვთ სქემა ყალბი NG0-ების მეშვეობით იმისთვის, რომ უკანონო შემოწირულებები მიიღონ“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საუბარია უცხოეთიდან თანხების შემოდინებაზე და როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი სწორედ საზღვარგარეთიდან ფინანსდება.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ უცხოეთიდან ჩარევა საფრთხეს წარმოადგენს და მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის ტერიტორიიდან ხდება ჩარევა, ეს აუცილებლად უნდა შეწყდეს.
„საუბარი გვაქვს უცხოეთიდან დაფინანსებაზე. ფაქტობრივად, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი პირდაპირ ფინანსდება საზღვარგარეთიდან. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი, ეს ტოლფასია საქართველოს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის.
უცხოეთიდან ჩარევა არის ერთ-ერთი საფრთხე, რაც მოსალოდნელია ამ არჩევნებზე. უპირველეს ყოვლისა, ეს საფრთხე მომდინარეობს რა თქმა უნდა, რუსეთიდან, მაგრამ ხაზს ვუსვამ, მნიშვნელობა არ აქვს საიდან იქნება ჩარევა. ჩარევა მოხდება რუსეთის, ევროკავშირის თუ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიიდან, ნებისმიერის ჩარევა არის ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევა და სწორედაც რუსული სტილია და უნდა შეწყდეს“– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
Previous: ნახეთ დღეს სად არის, ევროპის საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის თანამშრომელია- ასეთი რეპუტაციის ადამიანს ასეთი თბილი ადგილი რომ გამოეძებნა, ეს კიდევ სხვა გამოკვლევის საგანია – ISFED-ის ყოფილ ხელმძღვანელზე

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

ირაკლი კობახიძე – თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

პრემიერი დაგეგმილ აქციაზე – ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, ერთმანეთშიც განხეთქილება აქვთ