ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაპუაშვილი: უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში, საელჩოებმა ყურადღება მიაქციონ

რასაც ჩვენ ვაკვირდებით, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი პირდაპირ ფინანსდება საზღვარგარეთიდან... ნებისმიერი ეს ჩარევა არის ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევა. დავასახელებ კიდევ ერთხელ, ევროპის დემოკრატიის ფონდი, EED, რომელსაც დაფარული აქვს საკუთარი ხარჯები საქართველოში, არ უმჟღავნებს არც ქართულ საზოგადოებას, არც ევროკავშირის მოქალაქეებს და როგორც ჩანს, პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და ერევა არჩევნებში.
როგორც იცით, არჩევნების სათანადოდ ჩატარება გახლავთ ცხრა პუნქტის ერთერთი ნაწილი, აქ ჩვენ მარტო ამ პრობლემას ვერ გავუმკლავდებით, აქ უნდა ჩაერიოს ევროკავშირი, მისი წარმომადგენლობა, ევროკომისია, ვინაიდან EED არის ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ინსტიტუცია, რომლის მმართველობაშიც ძლიერად არიან წარმოდგენილი ევროპარლამენტარები, მათ შორის ისინიც, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ნაციონალურ მოძრაობასთან.
...უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში, წინასაარჩევნო აგიტაციაში, უნდა შეწყდეს ასეთი დაფინანსება, კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა დონორს, ყველა საელჩოს, ყურადღება მიაქციონ, რომ მათი არცერთი ცენტი არ აღმოჩნდეს პარტიულ ყულაბაში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.